თუშეთის გზაზე პრობლემა ადიდებული მდინარე სტორის გამო შეიქმნა. წყალმა საავტომობილო გზის მონაკვეთები დააზიანა.
მოვარდნილმა ღვარცოფმა დატბორა მიმდებარე სოფლებში ცეტრალური მაგისტრალები, რის გამოც ავტომობილებით გადაადგილება დროებით შეფერხდა.
კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების გამო, თუშეთის საავტომობილო გზის გახსნა მაისის ბოლოს ვერ მოხერხდება.
გთავაზობთ, შემთხვევით ადგილიდან ფოტოებს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.