ზამთარში მოსახლეობა წელს თუშეთის უკვე 5 სოფელში დარჩება. კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, თუშეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ადგილობრივი მოსახლეობა უკვე მესამე წელია უსასყიდლოდ სარგებლობს. მათივე ცნობით, რეგულარული ავიარეისების დანიშვნის შემდეგ, ზამთარში დამრჩენ პირთა რაოდენობაც გაიზარდა და წელს უკვე, თუშეთის ხუთ სოფელში: ომალოში, შენაქოში, ბოჭორნაში, ჩიღოში და ჭეშოში რჩება მოსახლეობა გამოსაზამთრებლად.
250 კონკურენტს შორის თუშეთი შეარჩიეს - ის მსოფლიოს გამორჩეულ ბუნებრივ საგანძურად დაასახელეს
თუშეთმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - ის The New York Times-ის ნომინანტებშია
„ხელი შეეწყო ფერმერებს, საოჯახო სასტუმროს მფლობელებს და თუშეთში სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულ ადამიანებს. თუშეთში დღეისათვის 60-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა, ბევრი მათგანი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონზე, თუშეთმა 15 000-ზე მეტ ტურისტს უმასპინძლა. გარდა ამისა, თუშეთში ფუნქციონირებს ამბულატორიაც და სეზონის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჯგუფებიც რეგულარულად ემსახურებიან სოფლებს. თუშეთისთვის სამომავლო პერსპექტივად, კერძო ბიზნესის ინიციატივითა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის მხარდაჭერით, მუშავდება საბაგირო გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ დროისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტრომ უკვე გადაცა 3 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც თუშეთში შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგებასა და სოფლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ახალი გზების მშენებლობას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციაში.