თუშეთიდან 40-მდე მოქალაქე და ტურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენების დახმარებით ბარში ჩამოიყვანეს.
ვერტმფრენებით მოქალაქეების გადმოყვანა თელავის აეროპორტში განხორციელდა.
ავიაციის საშუალებით დღის განვალობაში 100-მდე მოქალაქის ჩამოყვანა იგეგმება, თუმცა როგორც კახეთის გუბერნატორმა განაცხადა, ფრენების განხორციელება დამოკიდებულია ამინდზე.
შეგახსენებთ, მეწყრული პროცესების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე და 57 კმ-ზე დაზიანდა საავტომობილო გზა და ტრანსპორტის გადაადგილება თუშეთის მიმართულებით აკრძალულია. როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა განაცხადა, ნისლისა და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, თუშეთიდან მოქალაქეების ჩამოყვანა ვერტმფრენებმა უამინდობის გამო ვერ განახორციელეს.