LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქულმა გემმა ფოთის ნავსადგურში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა

94

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა. ამის შესახებ “ფორტუნას” გარემოს დათვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. მასვე მოუწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც.

სამართალდამრღვევი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმისა და ზიანის თანხის ანაზღაურების შემდეგ დატოვებს.