LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქული ტურიზმი მილიარდებს კარგავს

11

თურქეთის ტურისტულ ბაზარს 30 მილიარდი დოლარის დაკარგვა უწინასწარმეტყველეს. რუსი ექსპერტების აზრით, 2016-2018 წლები თურქეთისთვის განსაკუთრებით რთულია და სიტუაცია არც უახლოეს მომავალში შეიცვლება. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თურქეთმა 2016-2017 წლებში 22 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა, რაც ბუნებრივია, ტურისტთა ნაკადის მკვეთრად შემცირების დამსახურება იყო. სპეციალისტთა აზრით, ამჟამად ქვეყნის მთავარი პრობლემა უარყოფითი იმიჯია. უცხოელ დამსვენებლებს ტერაქტების საფრთხე აშინებთ და ურჩევნიათ დასასვენებლად სხვა ქვეყანას ესტუმრონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები