თურქული გამოცემა „Hurriyet“ სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტების ფოტოს აქვეყნებს.
ფოტოები სტამბოლის აეროპორტის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. ერთ-ერთ ტერორისტს ზამთრის ქურთუკი აცვია.
ათათურქის აეროპორტში გუშინ მომხდარი ტერაქტების შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა და 239 დაშავდა.