თურქული მედია აქვეყნებს კადრებს, რომელიც, სავარაუდოდ, სტამბოლის აფეთქებაში ეჭვმიტანილის დაკავებას ასახავს. სამართალდამცველებმა ქალი დააკავეს.
თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავა
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დააკავეს „ადამიანი, რომელმაც ბომბი ისტიკლალის ქუჩაზე დატოვა“. მისივე განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბ-ბინა აქვთ. სულეიმან სოილუს განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს თავის მტკიცე და კანონიერ ომს ტერორის წინააღმდეგ.
ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 81 დაიჭრა.
„შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით” – სალომე ზურაბიშვილი