LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქმენეთში ყველა ფერის ავტომობილი აკრძალეს გარდა თეთრისა

42

თურქმენეთის პოლიციამ ყველა ფერის ავტომობილი აკრძალა, გარდა თეთრისა. წესრიგის დამცველები მოითხოვენ მაგალითად ცისფერი, წითელი ან მწვანე ფერის ავტომობილები საჯარიმო სადგომებზე გადაიყვანონ. ამის შესახებ ინფორმაციას „თურქმენეთის ქრონიკა“ წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პოლიციელები არა მხოლოდ საჯარიმო სადგომზე გადაყვანას, არამედ ავტომობილების გადაღებვას, ან ექსპლუატაციის შეწყვეტას ითხოვენ.

თურქმენეთში შავი და მუქი ფერის ავტომობილებზე აკრძალვა იანვრიდან შემოიღეს, თუმცა, ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს ასეთი ფერის ავტომობილებს პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე მფლობელებს ართმევდნენ და მხოლოდ შესაბამისი ხელწერილის გაფორმების შემდეგ უბრუნებდნენ მფლობელს, თუ ის გადაღებავდა.

ვარაუდობენ, რომ ადგილობივი მთავრობის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა რწმენა იმისა, რომ თეთრ ავტომობილებს წარმატება მოაქვთ, თუმცა ამ ინფორმაციის მტკიცებულება არ არსებობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები