LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქმენეთში ვიწრო კაბების ტარება აიკრძალა

150

თურქმენეთში მჭიდრო კაბების ტარება აიკრძალა, რომელიც სხეულის ფორმებს გამოკვეთს. ამის შესახებ ინფორმაციას “თურქმენეთის ალტერნატიული ახალი ამბები“ ავრცელებს. ამიერიდან კაბა სწორი სილუეტის უნდა იყოს, რომელშიც ქალის ფიგურა სრულად დაიმალება. მისი სიგრძე კოჭამდე უნდა აღწევდეს და მკლავებიც – თითების ფალანგებამდე.

აშხაბადში მცხოვრები ქალები ამ აკრძალვით აღჭფოთებულები არიან და მიიჩნევენ, რომ იურტების ეპოქაში ბრუნდბიან.

ამასთან სილამაზის სალონებში ქალები ღია ფერის თმებს მასობრივად მუქად იღებავენ. “თმის საღებავების კატალოგიდან Blond-ი ამოვარდა, კლიენტებს კი უნდა ავუხსნათ, რომ ქერათმიანი თურქმენი ქალი გამომწვევად, კაცისთვის ადვილად ხელმისაწვდომად გამოიყურება, რითაც საპასუხო რეაქციებს იწვევენ“, – განუცხადა გამოცემას აშხაბადის ერთ-ერთი სალონის სტილისტმა.

რესპუბლიკის ქალაქებში 22 საათის შემდეგ პოლიციელები აჩერებენ წყვილებს და განყოფილებებში მიჰყავთ. იქ მათ უწევთ მტკიცება, რომ ჰქონდათ ამ დროს ქუჩაში ხელკავით ყოფნის უფლება. ამის უფლება კი მხოლოდ დაქორწინებულ წყვილს აქვს. თუ ასეთი მოწმობა წყვილს არ აღმოაჩნდება, ამას სრულად დამამცირებელი შემოწმების პროცედურა ახლავს თან – ვენერიულ დაავადებებზე და ქალიშვილობაზე შემოწმების ჩათვლით, – ამბობენ აშხაბადის მაცხოვრებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები