LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქმენეთში მოსახლეობას ელექტროენერგია, გაზი, მარილი და წყალი უფასო აღარ ექნება

117

თურქმენეთის ხელისუფლება 2019 წლის 1 იანვრიდან მოსახლეობას გაზს, ელექტროენერგიას, მარილსა და წყალს უფასოდ აღარ მისცემს.

თურქმენეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რესურსების რაციონალური გამოყენებისა და სოციალური კეთილდღეობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით მიიღეს.

1992 წლიდან ბუნებრივ აირს, ელექტროენერგიასა და წყალს თურქმენეთის მოსახლეობა უფასოდ იღებს, 2003 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა არსებული შეღავათების მოქმედება 2030 წლამდე გააგრძელა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ გადაწყვეტილების შეცვლა გადაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები