LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქმენეთის პრეზიდენტმა ყველგანმავალი ააწყო

48

თურქმენეთის პრეზიდენტმა ყველგანმავალი ააწყო. გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა ავტომობილის სქემა თავად დახატა, ყველა დეტალი გათვალა და სარბოლო მოდელი შექმნა. უფრო მეტიც, სახელმწიფო მეთაურმა უგზოობის პრობლემაც გაითვალისწინა და ყველგანმავალს ბევრად უფრო გამძლე ნაწილები გაუკეთა. ავტომობილის აწყობა თავის თავზე საავტომობილო სპორტის ცენტრმა აიღო. გარდა ტექნიკური დეტალებისა, პრეზიდენტმა ვიზუალური მხარეც გაითვალისწინა და ისეთი დიზაინი შექმნა, რომელმაც მისი აზრით, მოდელის ტექნიკური პოტენციალი უნდა გაზარდოს.

აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი სამუშაოების დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა პილოტის, მისმა ვაჟმა კი – შტურმანის როლი მოირგო და ყველგანმავალი მათ პირადად გამოსცადეს. გურბანგულის შემდეგი პროექტი სპორტული ავტომობილების გადასატან ტრანსპორტს შეეხება და მის აწყობაზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები