„ეს არის თურქი ქართველოლოგი ჰარუნ ჩიმკე. მან თურქულად თარგმნა „დათა თუთაშხია,“ რომელიც ახლა გამოიცა და რომელზედაც 6 წელი იმუშავა“, – წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი და მთარგმნელის ფოტოსთან ერთად, საზოგადოებას მის შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
როგორც ჩანადირი წერს, მან წიგნის თარგმნა ჯერ კიდევ 1998 წელს ჩაიფიქრა.
„ეს მისი მე-17 ნათარგმნი წიგნია თურქულად, ხოლო ქართულად თარგმნა თურქული საბავშვო რვატომეული
„ფუდინო“, რომელიც შემეცნებითი ხასიათისაა და ბავშვებს ქცევის წესებს ასწავლის.
რატომ „დათა თუთაშხია?“
თურმე, ამაში დიდი როლი შოთა არველაძემ შეასრულა, რომლის წიგნიც „გუშინ“ ჰარუნმა თარგმნა.
შოთამ წლების წინათ სუფრაზე უთხრა მას, რომ ქართულ ლიტერატურაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და ერთ-ერთად „დათა თუთაშხია“ დაუსახელა.
ჰარუნ ჩიმკე ბრწყინვალედ საუბრობს ქართულად. თარჯიმნობითაც არის დაკავებული.
უკვე, წლებია გორის უნივერსიტეტში მუშაობს. დიდი მადლობა მას ქართული ლიტერატურის პოპულარიზებისთვის“. – წერს ფოტოხელოვანი Facebook-ზე.