თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორატის ცნობით, სტიქია განსაკუთრებით ძლიერი შავი ზღვის სანაპიროსთან ქალაქ ბოზქურთშია, სადაც დანგრეულ შენობებში გადარჩენილების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
თურქეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ოთხშაბათიდან ებრძვიან. წყლის ნაკადმა დაანგრია სახლები, ხიდები, ჩაკეტა გზები, დაამტვრია მანქანები. ასობით სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამი პროვინცია: სინოპი, კასთამონი და ბართინი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა