თურქეთში, სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ცნობები 11 დაღუპულის შესახებ ვრცელდება, 2 კი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარი აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა, თუმცა ზუსტი მიზეზი დეტალური გამოძიების შემდეგ დადგინდება.
შეგახსენებთ, სამხედრო ვერტმფრენმა, რომელიც ბინგიოლიდან ტატვანში მიემართებოდა, კატასტროფა გუშინ განიცადა.