LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ტურისტული ავტობუსი ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი

168
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (39)

თურქეთში, ბურსას პროვინციაში ტურისტული ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევა დილის 08:30 საათზე მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

წინასწარი ცნობით, ავტობუსს მუხრუჭი დაუზიანდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი ხევში გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურები და პოლიცია.

მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები