LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

70

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. მათ შორის ექვსი მძიმე მდგომარეობაშია. დაღუპულია 10 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალში „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა.

პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.