თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული შეკითხვების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან კონტრაქტორებიც.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის პოლიციამ ერთ-ერთი სამშენებლო კომპლექსის კონტრაქტორი სტამბოლის აეროპორტში დააკავა.
ცნობილია, რომ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შედეგად, დაახლოებით 6 ათასი შენობა დაინგრა, მათ შორის რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.
მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით ქვეყანაში რამდენიმე გამოძიება უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25 000-მდე გაიზარდა.
ატლანტის ოკეანეში მიწისძვრა დაფიქსირდა
მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 70 წლის ქალი გამოიყვანეს