თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა Milliyet-ი იუწყება, მოკლული 39 წლის მირიან ბოგვარაძეა. მათივე ინფორმაციით, ცხედარი მიტოვებულ სახლში იპოვეს. გარდაცვლილს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
გამოცემის ცნობით, ამავე სახლში აღმოჩენილია მოპარული ნივთები.
მკვლელობა თურქეთის ქალაქ მალათიას ერთ-ერთ რაიონში მოხდა.