LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ქალბატონებისთვის განკუთვნილი ვარდისფერი ავტობუსები გამოჩნდა

202

პატარა თურქულ ქალაქ მალატიაში მარშრუტებზე ვარდისფერი ავტობუსები გავიდნენ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონებისთვის არის განკუთვნილი. ამ გზით მთავრობა ძალადობის პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს, რადგან ეს საკითხი თურქეთში ძალიან მწვავეს დგას.

ვარდისფერ ავტობუსებში, რომლებიც ქალაქ მალატიას ტერიტორიაზე დადიან, მხოლოდ ქალბატონებს აქვთ ასვლის უფლება. სულ ორი ასეთი ავტობუსია, თუმცა უახლოეს მომავალში ავტოპარკის შევსება იგეგმება.

ამიერიდან გოგონები მშვიდად წავლენ სასწავლებელში, ქალბატონები კი სამსახურში მამაკაცების მხრიდან ზედმეტი ყურადღების გარეშე ივლიან. ამ დროისათვის ორივე ავტობუსი ქალაქის ცენტრში მოძრაობს, მალე კი ქალაქ გარეთაც გავლენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ვარდისფერ ავტობუსებს ასევე ქალბატონები მართავენ. ამასთან ისინი აღნიშნავენ, რომ მამაკაცებისთვის რთულია იმის ახსნა, თუ რატომ ეკრძალებათ მასში ასვლა. ვარდისფერი ავტობუსების ინიციატივას ადგილობრივი ქალბატონების უმრავლესობა უჭერს მხარს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები