LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, უპირობოდ არ იწვევს საქართველოში მიწისძვრის ხდომილებას – სეისმური მონიტორინგის ცენტრის საგანგებო განცხადება

199
სეისმოლოგიური

თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია. – ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ცენტრის საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით,  „მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გამართული ინფარსტრუქტურა და სეისმომედეგი მშნებელობაა“.

„აშშ, კანადა და იაპონია მაგალითია იმისა, რომ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ სეისმურად დაცულ სახლში ვცხოვრობთ საშიში არაფერია. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, რეგიონის რთული გეოლოგიური პირობებისა გამო ხშირად ხდება ძლიერი მიწისძვრები, რომლებიც დიდ მსხვერპლსა და ზარალს იწვევს (1999 წლის იზმირის მიწისძვრა, 2011 წლის ვანის მიწისძვრა, 1939 წლის ერზინჯანის მიწისძვრა და სხვა ).

კავკასიაც რეგიონის კომპლექსური ტექტონიკის ნაწილია და რა თქმა უნდა, ჩვენთანაც ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება მიწისძვრები.

გვსურს განვმარტოთ, რომ ცალსახა კორელაცია სხვადასხვა ტერიტორიაზე მიწისძვრათა ხდომილებებს შორის არ არსებობს. სხვა სიტყვებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, უპირობოდ არ იწვევს საქართველოში მიწისძვრის ხდომილებას.
საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. ჩვენთან ყოველდღიურად ათეულობით მიწისძვრა ხდება, ამიტომ კიდევ ერთხელ განვუმარტავთ საზოგადოებას, რომ სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს.

გთხოვთ, არ დაუჯეროთ და არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს.“. – აღნიშნულია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები