LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში მამაკაცს 1 075 წელი მიუსაჯეს

234
1075

თურქეთის სასამართლომ უპრეცენდენტო განაჩენი გამოიტანა. 1 000 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯა ტელევანგელისტს, რომელიც სექსუალურ ძალადობაში იყო მხილებული.

ადნან ოქთარს არასრულწლოვნებზე ძალადობასაც ედავებოდნენ.

ადნან ოქთარი საკუთარ გადაცემაში წლების განმავლობაში ქადაგებდა კონსერვატიულ ღირებულებებსა და სამყაროს შექმნის რელიგიურ თეორიებს, ამ დროს კი მის გარშემო მუსიკის ფონზე ნახევრად შიშველი ქალები ცეკვავდნენ.

ამ ქალბატონებს ადნანი „კნუტებს“ ეძახდა.

 

ოქტომბერში ოქთარმა მოსამართლეს უთხრა, რომ 1 000-მდე მეგობარი გოგონა ჰყავდა.

„ჩემი გული სავსეა ქალების მიმართ სიყვარულით. ამაში გასავირი არაფერია. სიყვარული ადამიანის თვისებაა. ეს მუსლიმის თვისებაა”. – აღნიშნა მან სასამართლო პროცესზე.

მოსამართლემ გადაწყვეტილება 2021 წლის 11 იანვარს მიიღო. 64 წლის ოქთარი 2018 წელს ჯგუფის სხვა 200 წევრთან ერთად დააპატიმრეს ფინანსური დანაშაულის ბრალდებით. საპატიმროს „დატოვება“ მას 1075 წლის შემდეგ მოუწევს.

თურქული მედია იმ ბრალდებებზე წერს, რომლის საფუძველზეც ტელევანგელისტს ასეთი სასჯელი გამოუტანეს.

ბრალდებებს შორის ასევე არის თაღლითობა, პოლიტიკური და სამხედრო შპიონაჟის მცდელობა.

ტელევანგელისტს ბრალად წაუყენეს აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთულა გიულენის ორგანიზაციის დაფინანსებაც. აღნიშნულ ბრალდებას თავად ოქთარი უარყოფს.

ერთ-ერთმა ქალმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ოქთანი მსხვერპლ ქალებს კონტრაცეპტივების მიღებას აიძულებდა.

ოქთარმა კი განმარტა, რომ ათობით ათასი აბი კონტრაცეპტივი, რომელიც მის სახლში იპოვეს, სინამდვილეში, კანის დაავადებებისა და მენსტრუალური პრობლემებისთვის იყო განკუთვნილი.

ადნან ოქთარი თურქეთის ტელეეკრანებზე 90-იან წლებში გამოჩნდა. ის იყო სექტის მეთაური, რომელიც  სექსუალურ სკანდალებში თავიდანვე გაეხვა.

მოგვიანებით კი მან საკაბელო ტელევიზია შექმნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები