თურქეთში ხანძარს უკვე მეხუთე დღეა ებრძვიან. სპეციალური ჯგუფები რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან მობილიზებული არიან დასახმარებლად.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.