LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურქეთში დაღუპული 5 მოქალაქიდან, სამი  საქართველოში, უკვე გადასვენებულია“ – თურქეთში საქართველოს ელჩი სტიქიის ზონაში იმყოფებოდა

138
გიორგი ჯანჯღავა

თურქეთში საქართველოს ელჩის ცნობით, ამ დროისთვის დადასტურებულია საქართველოს 5 მოქალაქის გარდაცვალება, ერთს კი ისევ ეძებენ. ელჩი წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც ქართველ მაშველებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ.

„დადასტურდა 5 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში და დანარჩენზე მუშაობს საელჩოს საკონსულო სამსახური, რა თქმა უნდა, მათაც გადაასვენებენ საქართველოში.“ – განაცხადა ელჩმა, გიორგი ჯანღავამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ ორშაბათს მომხდარ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 34 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ელჩი წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც ქართველ მაშველებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ.

მიწისძვრების შედეგად თურქეთის ზარალმა 84 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები