LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და ამოტრიალდა – დაიღუპა 16, დაშავდა 29 ადამიანი

318
ავარიააა

თურქეთში, მარდინის პროვინციაში ავარიას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია სულ მცირე 29.

თურქული მედიის ცნობით, ავარია მარდინის პროვინციაში, დერიკის რაიონში მოხდა. ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და ამოტრიალდა. მოგვიანებით, საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას და შეკრებილ ხალხს დაეჯახა.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. დაშავებული 29 ადამიანიდან რვის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ავტოავარია დღეს თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაშიც მოხდა, რომლის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები