LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას 11 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი დაშავდა

323
ავარია თურქეთში

ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, საქარიის პროვინციაში, ავარიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, დაშავებულია 50-ზე მეტი პირი.

ავტოსაგზაო შემთხვევაში 7 სატრანსპორტო საშუალება იყო ჩართული. მათ შორის – ავტობუსები და სატვირთო. ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ტერიტორიაზე ძლიერი ნისლი და დაბალი ხილვადობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები