თურქეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 13 ადამიანი ემსხვერპლა. 11 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ორი კი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივი სააგენტო “IHA” იტყობინება, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთში მდებარე პროვინცია ნიგდეში მოხდა, სადაც ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. გადარჩენილია მხოლოდ ერთი მგზავრი.
თურქი ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.