LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში აფეთქების შედეგად 8 სამხედრო დაშავდა

103

თურქეთის პროვინციების დიარბაქირისა და სილვანის გზატკეცილზე მომხდარი აფეთქების შედეგად რვა თურქი სამხედრო დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადგილზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ქვეყანაში აკრძალული ქურთთა მუშათა პარტიის წარმომადგენლებმა დაამონტაჟეს. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გზატკეცილზე სამხედროების ავტომანქანამ გაიარა. დაჭრილი სამხედროები დიარბაქირის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები