თურქეთში მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს (AFAD) თანახმად, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე კი 25 კილომეტრი.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
#Earthquake (#deprem) confirmed by seismic data.⚠Preliminary info: M5.2 || 25 km SE of #Göksun (#Turkey) || 5 min ago (local time 05:53:42). Follow the thread for the updates? pic.twitter.com/fH1RCNfDs5
— EMSC (@LastQuake) March 3, 2023