LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა

250
Untitled design (8)

თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია „ანადოლუ“ ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მალათიაში მოქალაქეები სახლებიდან და საწარმოებიდან ქუჩებში გავიდნენ. როგორც მედია წერს, ისინი ამ დრომდე გარეთ იმყოფებიან.

„ორი მიწისძვრა, 16:39 საათზე და 16:40 საათზე მოხდა ჩვენი პროვინციის მალათიის იეშილიურტის რაიონში. ამ დროისთვის უარყოფითი ვითარება არ არის. საველე სკანირების კვლევები გრძელდება. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩემს თანამოქალაქეებს მალათიიდან“, – განაცხადა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრეზიდენტმა, იუნუს სეზერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები