LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში 2700 ადამიანი სამსახურიდან დაითხოვეს

99

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული 2700-ზე მეტი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სამსახურიდან გაუშვეს ასევე ათობით სამართალდამცველი. სამხედრო სამსახური დაატოვებინეს სახმელეთო ჯარების 155 მოსამსახურეს , საზღვაო ძალების 155 სამხედროს და საჰაერო ძალების 327 მფრინავს.

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიხურა 34 საზოგადოებრივი ორგანიზაცია და ფონდი.

შეგახსენებთ, 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო.

თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. გიულენი ბრალდებას უარჰყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები