თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 23 831-ს მიაღწია.
ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 20 318-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 80 052-ია.
სირიაში მიწისძვრას მინიმუმ 3 513 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 166 -მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და 1 347 – სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.