LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთს ვერავინ უბრძანებს როგორ მოიქცეს – ჩავუშოღლუ ტრამპის განცხადებას ეხმიანება

47

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი არავისი მუქარის მოთმენას არ აპირებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა თურქეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თუ ოფიციალური ანკარა პატიმრობიდან ამერიკელ პასტორს არ გაათავისუფლებს.

„თურქეთს ვერავინ უბრძანებს როგორ მოიქცეს. ჩვენ არასოდეს მოვითმენთ მუქარას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე,“ – დაწერა მევლუთ ჩავუშოღლუმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთს მნიშვნელოვან სანქციებს დაუწესებს ამერიკელი პასტორის დაპატიმრების გამო და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ.

პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში, იზმირში ცხოვრობდა, 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად ედება თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი. თურქეთის პროკურატურა მისთვის 35 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები