LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა გაასაჯაროვა პირობები, რომლის შესრულების შემდეგ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

41
თურქეთი

თურქეთმა გაასაჯაროვა მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ითხოვს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის, ამასთან თურქეთი რჩება ნატოს ღია კარის მომხრე.

მედიის ცნობით, პირველი პუნქტი არის „კონკრეტული გარანტიები“ შვედეთისგან, რომ სტოკჰოლმი შეწყვეტს „ქურთ მუშათა პარტიისა“ და ასევე ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დაფინანსებასა და მხარდაჭერას.

ორივე ამ ორგანიზაციას ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს.

არ ვაპირებ ურთიერთობის გაწყვეტას არც ბატონ პუტინთან და არც ბატონ ზელენსკისთან: ერდოღანი

თურქეთი ამტკიცებს, რომ შვედეთი „ქურთ მუშათა პარტიას“ შეიარაღებით ამარაგებს, მათ შორის დრონებითა და ტანკსაწინააღდეგო იარაღით.

ასევე, ანკარა ითხოვს, რომ შვედეთმა გააუქმოს თურქეთისთვის 2019 წელს დაწესებული ემბარგო შეიარაღების ექსპორტზე. თურქეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ბოლო პუნქტი არის „ტერორიზმთან ბრძოლისთვის“ გლობალური თანამშრომლობა“.

„ჩვენ ვრჩებით ნატოს ღია კარი პოლიტიკის ერთგული, თუმცა მივიჩნევთ, რომ ალიანსი და კანდიდატი ქვეყნებიც უნდა თანამშრომლობდნენ ტერორიზმთან ბრძოლისთვის, როგორც ეს სხვა სფეროებში ხდება.

ველოდებით, რომ შვედეთი, რომელმაც ნატოს წევრობის სურვილი გამოთქვა, გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს და კონკრეტულ დაპირებებს დადებს, უსაფრთხოების იმ საკითხებზე, რომლებიც თურქეთს აწუხებს“, – ნათქვამია კომუნიკეში.

ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებით, შვედეთმა იარაღი მიაწოდა ტერორისტებს, რომლებმაც თურქეთში თავდასხმები განახორციელეს

თურქეთი არის ნატოს ერთადერთი წევრი, რომელმაც შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით უარი განაცხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები