LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის სკოლებში მოსწავლეები ქართულ ენას სწავლობენ

75

თურქეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები, სურვილის შემთხვევაში, ქართულს ისწავლიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის თქმით, ქართული ენა თურქეთის სკოლებში არჩევით საგნად უკვე შევიდა.

თუმცა, გიგაურის თქმით,  არსებობს ერთგვარი დათქმა, რომ კლასები ქართული ენის შესასწავლად 10 მოსწავლის სურვილის შემთხვევაში გაიხსნას. მისივე განმარტებით, თურქეთის რამდენიმე უნივერსიტეტში გახსნილია ქართული ენის განყოფილებაც.

მსგავსი პროგრამა უნდა დაინერგოს საბერძნეთის სკოლებშიც, პირველი საპილოტე გაკვეთილი 6 აპრილიდან დაიწყება სატესტო რეჟიმში.

სამინისტრო მსგავსი პროგრამის განხორციელებას ევროპის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.

გარდა ამისა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უახლოეს პერიოდში დაიწყება ქართული ენის სწავლება დისტანციური მეთოდით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები