LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის საზღვრის კვეთასთან ამოქმედებული რეგულაციები, კონსულტაციების დასრულებამდე, საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება

95

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება.

ასევე, მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ასევე განიხილება თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით.

სარფში საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ახალი რეგულაციის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის 90-დღიანი ვადის გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე ვეღარ შევლენ, რის გამოც თურქეთში სამუშაო ადგილებს კარგავენ.