თურქეთის პრეზიდენტზე შესაძლოა თავდასხმა მზადდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ტელეკომპანია TRT-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტზე თავდასხმას ბალკანეთის ქვეყნებში მყოფი წარმომავლობით თურქი მოქალაქეები გეგმავენ. კონფიდენციალური ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის სპეცსამსახურს მაკედონიის დაზვერვის უწყებამ მიაწოდა.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანზე ბოსნია ჰერცოგოვინაში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის დროს იგეგმება. დამატებითი დეტალების გასარკვევად თურქეთისა და დასავლეთის დაზვერვის სამსახურები კოორდინირებულად მუშაობენ.
თურქეთის ლიდერი ბოსნია ჰერცოგოვინაში დღეს ჩადის. ვიზიტის წინ, ერდოღანმა საკუთარი დაცვა გააძლიერა.