LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის პოლიცია რუს გულშემატკივრებს გაუსწორდა

46

ევროპალიგის მორიგი ტურის ერთ-ერთი შეხვედრა სტამბოლში შედგა, სადაც ”ბეშიქთაშმა” მოსკოვის ”ლოკომოტივს” უმასპინძლა. მატჩის შემდეგ თურქეთის პოლიციამ სტუმართა გულშემატკივრები სცემა.

წესრიგის დამცველებმა შეტაკებისას ხელჯოხები გამოიყენეს.

”პოლიციელებმა თამაშის შემდეგ ავტობუსში შეგვყარეს და ”დუბინკებს” გვირტყავდნენ” – ამბობს ”ლოკომოტივის” ერთ-ერთი გულშემატკივარი.

მატჩი, რომელიც ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე შედგა, 1:1 დასრულდა.

მესამოცე წუთზე ”ლოკოს” გულშემატკივრები სტუმართა სექტორში ”ბეშიქთაშის” ფანებს შეეჯახნენ, შემდეგ პოლიცია ჩაერია და კონფლიქტი ხელჯოხების გამოყენებით აღმოფხვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები