Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თურქეთის კოსმოსური მრეწველობის ქარხანა საქართველოსთან ერთად, პროექტის გაკეთებას გეგმავს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის კოსმოსური მრეწველობის ქარხანა საქართველოსთან ერთად, პროექტის გაკეთებას გეგმავს

64
241628801-1978679932279152-4951489430964065729-n

თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის საწარმო (TURKISH AEROSPACE – TUSAŞ) საქართველოსთან ერთობლივი პროექტის განხორციელებით დაინტერესდა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა და თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი ჯაბა ჯაბანაშვილი ეწვივნენ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის საწარმოს (TURKISH AEROSPACE – TUSAŞ), სადაც შეხვდნენ კომპანიის პრეზიდენტსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პროფ. თემელ ქოთილს.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი სერდარ დემირი და თავდაცვის ატაშეს მოადგილე მაიორი დავით თავაძე, განხილული იქნა TUSAŞ-ის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობის საკითხები.

შეხვედრაზე კომპანიის პრეზიდენტმა თ. ქოთილმა გამოთქვა სურვილი, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში ეწვიოს საქართველოს, რათა ადგილზე გაეცნოს საავიაციო მრეწველობის კუთხით საქართველოს შესაძლებლობებს და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან განიხილონ თანამშრომლობის პერსპექტივები და პოტენციური მიმართულებები. შეხვედრის ფარგლებში, ქოთილმა ჯანჯღავას და პოლკოვნიკ ჯაბანაშვილს დაათვალიერებინა საწარმო და პირადად გააცნო TURKISH AEROSPACE -ის მიერ წარმოებული პროდუქცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები