LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის ინიციატივა გაერო-ში – გაუქმდეს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ს დაწყვეტილება

71

თურქეთი გაერო-ში ინიციატივებს წარადგენს, რათა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ს სამარცხვინო გადაწყვეტილება გააუქმოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„მტკიცედ ვართ განწყობილი ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში. ჩვენ ჩამოვრეცხავთ მათ ჭუჭყს, ვინც საერთაშორისო სამართალს არღვევს. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა გავაუქმოთ ეს უკანონო გადაწყვეტილება, ჯერ გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ხოლო შემდეგ კი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, აშშ-მა იერუსალიმის შესახებ 1980 წლის გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება დაარღვია.

„მუსლიმები არასოდეს დაემორჩილებიან ამგვარ ორმაგ სტანდარტებს და უსამართლობას. ამჟამად, მსოფლიოს 137 ქვეყანა აღიარებს პალესტინას სახელმწიფოდ და ღმერთის წყალობით, ეს რიცხვი გაიზრდება ჩვენი ძალისხმევით“, – დასძინა თურქეთის ლიდერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები