LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი ტურისტებზე საცხოვრებლის გაქირავების წესებს ამკაცრებს

123
aktualita-detail-center_tmb_13901

თურქეთში მიიღეს ახალი დადგენილება, რომელიც უძრავი ქონების გამქირავებლებს და შესაბამისად ტურისტებსაც შეეხება. Tourism-review-ს ინფორმაციით, ამიერიდან ადგილობრივები შეძლებენ, რომ ვიზიტორებს ბინები წელიწადში მხოლოდ 100 ღამით მიაქირაონ.

ექსპერტთა შეფასებით, სიახლე ჯავშნებზე ფასის 30-35%-ით ზრდას გამოიწვევს.

გარდა ამისა, უძრავი ქონების მფლობელებს კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსგან ნებართვის აღებაც მოუწევთ. ლიცენზიები ფასიანი იქნება და ამა თუ იმ პროვინციაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ადგილობრივი მერიისგან უნდა აიღონ. ლიცენზიის არ ქონის შემთხვევაში საკმაოდ სოლიდური ჯარიმები მოქმედებს, თითო სახლზე 3 500 დოლარის ოდენობით.

შედეგად 2024 წლიდან თურქეთში ჩასულ ტურისტებს საცხოვრებელი 30-35%-ით გაძვირებული დახვდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები