თურქულ საექსპორტო პროდუქციაზე მალე Made in Türkiye დაეწერება, ნაცვლად Made in Turkey-სა. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფოს საერთაშორისო სახელწოდების რებრენდინგის პროცესი დაიწყო. ახლა ლათინურად თურქეთს Türkiye დაერქმევა და არა Turkey, რაც ინგლისურად „ინდაურს” ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტურიზმის ვებგვერდმა უკვე გადაიკეთა სახელი და გახდა – GoTurkiye.com.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ დასახელება Türkiye ყველაზე კარგად გამოხატავს თურქი ხალხის კულტურას, ცივილიზაციას და ფასეულობებს.