თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ხმას არ მისცემს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ შვედეთი და ფინეთი “ტერორისტების თავშესაფრად” იქცნენ.
მან განმარტა, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები ამ ქვეყნებში მშვიდად ცხოვრობენ, მუშაობენ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობენ.
ერდოღანის ეს განცხადება ალიანსის დანარჩენი წევრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.