ევროკავშირში რუსული გაზის მიწოდების შეზღუდვის შემდეგ სამმა ქვეყანამ – საბერძნეთმა, თურქეთმა და ეგვიპტემ, ამბიცია გამოთქვეს, რომ ევროპელებისთვის „ზამთრის სახლად“ გადაიქცნენ. ბრძოლა პირველ რიგში პენსიონერებისთვის იქნება, მათი რიცხვი კი ევროპაში 150 მილიონზე მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას Dip.org.ua ავრცელებს.
თურქეთი იმედოვნებს, რომ მილიონამდე გერმანელ ტურისტს უმასპინძლებს. „გათბობა ცხოვრების საფასურშია გათვალისწინებული“ – მსგავსი განცხადება სულ უფრო და უფრო ხშირად გვხდება სარეკლამო კამპანიებში. ენერგეტიკული კრიზისის და ინფლაციის ფონზე გერმანელები სერიოზულად ფიქრობენ, რომ რომელიმე ბიუჯეტურ ქვეყანაში გამოიზამთრონ.
ამასობაში ეგვიპტე ყველაფერს აკეთებს, რომ თურქეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს. ადგილობრივი ტურ-ოპერატორები ზამთრის საგზურებს ყიდიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროპელი ტურისტები მიიზიდონ. აქციები პირველ რიგში პენსიონერებზეა მორგებული, თუმცა ეგვიპტე დისტანციურად დასაქმებულებსაც დიდი სიამოვნებით უმასპინძლებს.
პენსიონერებს ეპატიჟება საბერძნეთიც, თუმცა გათბობის ამბებზე დუმს. ქვეყნის მთავარი არგუმენტი ასეთია : „ამინდი უკეთესია, ცხოვრება უფრო იაფია..“