საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადება, რომ “ვიზეარი” ქუთაისიდან ფრენებს მარტის ბოლოდან, 20 მიმართულებით აღადგენს სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც Wizz Air-ის წარმომადგენლობამ განაცხადა, ფრენების აღდგენა ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებზე, შეზღუდვებზე და ვაქცინაციაზეა დამოკიდებული.
“ჩვენ დამოკიდებულები ვართ საქართველოზე და ნამდვილად გვინდა ფრენების აღდგენა. ეს სავარაუდოდ, ზაფხულისკენ მოხდება, სეზონის განსაკუთრებით აქტიურ პერიოდში. თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია რეგულაციებსა და შეზღუდვებზეც. რაც შეეხება მოლოდინებს, არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც კი ვაქცინაცია დაიწყება, ალბათ დავუბრუნდებით ნორმალურ მდგომარეობას, თუმცა არც ის ვიცით, ეს “ნორმალური მდგომარეობა” როგორი იქნება,” – განმარტავს ავიაკომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო “ბიზნესფორმულასთან” საუბრისას.