ეკონომიკის მინისტრი „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელს, აქტივისტ ვარლამ გოლეთიანს პასუხობს: „ღრმად და გულწრფელად მჯერა, რომ ნამახვანჰესის” პროექტი საქართველოს წინსვლას წაადგება. რა თქმა უნდა, ვარ პასუხისმგებელი და ამის თანამონაწილე“, – ამბობს ნათია თურნავა.
მისივე თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ გაურბის. „ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. ეს პროექტი კომპლექსურია, თითოეული ექსპერტი, ორგანიზაცია თუ ფიზიკური პირი თავის დასკვნას პირადად აწერს ხელს და თავის ნაწილში იღებს პასუხისმგებლობას. მთავრობა და მათ შორის მეც პასუხისმგებლები ვართ პროექტის შემდგომ განვითარებასა და დამტკიცებაზე. ღრმად და გულწრფელად მჯერა, ეს პროექტი საქართველოს წინსვლას წაადგება. რა თქმა უნდა, ვარ პასუხისმგებელი და ამის თანამონაწილე“, – დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.
ნამახვანი ჰესის ინფრასტრუქტურის ზეგავლენა კურორტ წყალტუბოზე გამორიცხულია - დავითაშვილი
"ვფიქრობ, არსებობს მკაფიო დასაბუთება, რომ ეს არანაირ გავლენას არ ახდენს წყალტუბოს მინერალურ წყლებზე"
ცნობისთვის, „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის, სამოქალაქო აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ადგილობრივები ითხოვენ, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობამდე ჰესის აშენების მომხრეებმა შესაბამის დოკუმენტზე მოაწერონ ხელი, რომლითაც ისინი ყველა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებენ.