LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურნავა: ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანიამ კანონიერად განაახლა საქმიანობა

90
BeFunky-collage

პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენებლო ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეების კუთვნილი კარავი.

ჰესის კასკადის ტერიტორიაზე დღეს დილიდან განახლდა სამშენებლო სამუშაოები, რასაც ხმაური და ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

მოსახლეობის პროტესტს ეკონომიკის მინისტრი ეხმაურება. ნათია თურნავა აცხადებს, რომ ჰესის ინვესტორმა კომპანიამ კანონიერად, ყველა სანებართვო მოთხოვნის დაცვით განაახლა საქმიანობა:

ნამახვანი ჰესი, ისევე როგორც ნებისმიერი ჰესი, რომელიც შენდება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია. ჩვენ გვაქვს ყველა შანსი იმისა, რომ ვიყოთ ელექტროენერგიის ექსპორტიორი და ძლიერი ქვეყანა, რომელიც ამაყობს თავისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობით. საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია უმეტესად „მწვანეა“, რომელიც ჩვენი ეროვნული სიმდიდრიდან – წყლიდან გამომუშავდება.

ნამახვანი ჰესი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ყოველთვის იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მკაცრ მოთხოვნებს არ ვუყენებთ პროექტის ინვესტორს. პრაქტიკულად 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა კვლევა, მათ შორის, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა. შედეგად, ნამახვანი ჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული და უსაფრთხოა. არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა და დაადასტურა, რომ იგივე გეოლოგიური თვალსაზრისით, ნამახვანი ჰესი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა სეისმოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები