კორონავირუსის პანდემიის გამო, თვითიზოლაციის პერიოდმა ბევრი რამ შეცვალა. უამრავმა ადამიანმა, მათ შორის მსოფლიო ვარსკვლავებმა, საკუთარ თავში ახალი ნიჭი და უნარები აღმოაჩინეს, ასევე აღმოაჩინეს თავიანთი პარტნიორების აქამდე უცნობი თვისებებიც.
„კარანტინმა ჩემი სექსუალური ცხოვრება საფუძვლიანად შეცვალა“ - კეიტ ჰადსონი
კეიტს პირველი და მეორე ქორწინებებიდან ვაჟები ჰყავს, ხოლო დენი ფიჯიკავასგან 1 წლის ქალიშვილი
გუშინ, მსახიობი უილ სმიტის მეუღლემ, ჯაჯა პინკეტმა ერთ-ერთ ონალინშოუში განაცხადა, რომ უილის თვისებები ბოლომდე სწორედ თვითიზოლაციის პერიოდში აღმოაჩინა.
„ერთ მნიშვნელოვანი რამ, რაც თვითიზოლაციაში გავიგე, ისაა, რომ მე აქამდე საკუთარ მეუღლეს არ ვიცნობდი, ჩვენ აქამდე იმას ვცდილობდით, რომ კარგი, ინტიმური პარტნიორები ვყოფილიყავით, გვქონოდა წარმატებული ქორწინება, ახლა კი ჩვენ ვცდილობთ, კარგი მეგობრები გავხდეთ“, – განაცხადა 48 წლის ჯაჯამ.
შეგახსენებთ, წყვილს 20 წლიანი ქორწინება აკავშირებს.