„კურიერის“ წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა ახალ მეწყვილედ გიორგი სანაიას ვაჟი წარადგინა.
“თურმე ამ წამს ველოდი მთელი ცხოვრება…”, – წერს სანდრო სანაია სოციალურ ქსელში.
ემოციური მიმართვა ჰქონდა თავად ნათია ლაზაშვილს.
“დღეიდან, ჩემთან ერთად დღის მოვლენებს ჩემი მეგობრის და კოლეგის, ყველასათვის საყვარელი ჟურნალისტის გიორგი სანაიას შვილი, სანდრო სანაია გაგაცნობთ. სანდრო არ ნერვიულობს“, – განაცხადა ნათია ლაზაშვილმა, რაზეც თანაწამყვანმა უპასუხა:
„არ ვნერვიულობ, თუმცა, ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას მაყურებლის წინაშე“.