LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Turkish Airlines-მა სამხრეთ სუდანის ავიამიმართულება დაამატა

61
Untitled

Turkish Airlines-მა (THY) სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბას მიმართულებით ავიამიმოსვლა დაიწყო. ინფორმაციას „ავიანიუსი“ THY-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, თურქული კომპანია აგრძელებს ფრენების ქსელის გაფართოებას. არსებული ინფორმაციით, Turkish Airlines სტამბოლიდან ჯუბაში ფრენებს, Boeing B737-8 ტიპის თვითმფრინავით კვირაში 3-ჯერ, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განახორციელებს.

ცნობისთვის, Turkish Airlines აფრიკის კონტინენტზე ყველაზე მეტ წერტილში ახორციელებს ფრენას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები