LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Turkish Airlines-მა და პეგასუსმა 30 რეისი გადადეს

86

თურქეთის ფლაგმანმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა სტამბოლის გოქჩენის აეროპორტიდან 30 ადგილობრივი და საერთაშორისო რეისი გადადო. მიზეზად კომპანია ძლიერ ნისლს ასახელებს. ნისლის გამო, ამდენივე რეისის გადადება მოუხდა ავიაკომპანია „პეგასუსაც”.

გადადებულ რეისებს შორისაა: მილანის, ლონდონისა და ბერლინის მიმართულებები. გვიანდება ათობით სხვა რეისებიც, რომლებიც ვერ შესრულდება ამინდის გაუმჯობესებამდე.

ცნობისთვის, ძლიერი ნისლის გამო სტამბოლში დროებით საბორნე მიმოსვლაც შეწყდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები